STADA Georgia
STADA-მ და Church & Dwight-მა დადეს ხელშეკრულება ევრაზიის ქვეყნებში სამომხმარებლო ჯანდაცვის ბრენდული საქონლის გამოშვების შესახებ
STADA წარმოადგენს კომპანია Church & Dwight-ის CHC და FMCG ბრენდებს ევრაზიის რეგიონის ცხრა¹ ქვეყანაში. პირველი ქვეყანა რეგიონში არის საქართველო, სადაც HERO-სა და TROJAN-ის პროდუქცია კომერციულად ხელმისაწვდომი გახდა 2026 წლის 1 აპრილიდან.
თავის მოწოდების შესაბამისად, რომ იყოს საიმედო პარტნიორი, STADA მნიშვნელოვნად აძლიერებს თავის მომხმარებელთა ჯანმრთელობის ბრენდების პორტფელს ევრაზიის რეგიონში ისეთი კარგად დამკვიდრებული ბრენდებით, როგორიცაა Hero, Trojan და Batiste.
კუანიშ ოსპანოვი, STADA–ს ევრაზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი: «შეთანხმება Church & Dwight-თან არის კიდევ ერთი მტკიცებულება STADA Eurasia-ს შესაძლებლობისა, იყოს არჩევანის პარტნიორი. ჩვენ დარწმუნებული ვართ ევრაზიის ბაზრებში და ვხედავთ უდიდეს პოტენციალს CHC მიმართულების შემდგომი ზრდისთვის».
ალმათი, 2026 წლის 20 აპრილი – STADA აძლიერებს თავის თანდასწრებას ევრაზიაში მსოფლიოში ცნობილი ბრენდების პორტფოლიოს მფლობელთან, კომპანია Church & Dwight (C&D)-თან, სტრატეგიული შეთანხმების დადებით. შეთანხმების ფარგლებში, STADA ღებულობს ვალდებულებას აამუშაოს, მხარი დაუჭიროს და განახორციელოს C&D–ს რიგი პოპულარული სამომხმარებლო ბრენდის დისტრიბუცია ევრაზიის რეგიონის ცხრა ქვეყანაში. პირველ ქვეყნად, სადაც STADA-მ C&D–ის პროდუქტები წარადგინა, გახდა საქართველო. დანარჩენ ქვეყნებში, რომლებიც შეთანხმებით არიან გაერთიანებულნი, C&D–ის პროდუქტები ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის განმავლობაში.
შეთანხმება ექვს ბრენდს მოიცავს, რომლებმაც კარგი სახელი მოიპოვა. მათგან ძირითადი ბრენდებია: Batiste (მშრალი შამპუნი), Hero (აკნეს საწინააღმდეგო პატჩები) და Trojan (პრეზერვატივები).
ეს პოპულარული ბრენდები იდეალურად შეავსებენ კომპანია STADA-ს CHC–ის ლოკალურ პორტფოლიოს და გააძლიერებენ მის შეთავაზებას სამომხმარებლო ჯანდაცვის სეგმენტში.
STADA-ს პასუხისმგებლობის ზონაში შედის ლოკალური მარკეტინგი და პროდუქციის წინ წაწევა ტრადიციული აფთიაქების, რითეილის და ონლაინ გაყიდვების არხების მეშვეობით.
„Church & Dwight-თან შეთანხმება – ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ STADA Eurasia არის არჩევანის პარტნიორი. მე განსაკუთრებით ვამაყობ, რომ სწორედ ჩვენი ქვედანაყოფი ევრაზიაში არის პირველი STADA-ს ყველა ბაზარზე, რომელიც C&D–ს ბრენდებს წარადგენს. ჩვენ გვჯერა ევრაზიული ბაზრების პოტენციალისა და ვხედავთ დიდ შესაძლებლობებს CHC–ის სეგმენტის შემდგომი განვითარებისთვის“, - აღნიშნა კომპანია STADA-ს ევრაზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა, კუანიშ ოსპანოვმა.
„Church & Dwight“-ის რეგიონულმა დირექტორმა, ქრისტოს გიურასმა, აღნიშნა:
„კომპანია STADA-სთან პარტნიორობის შემწეობით ჩვენ მოხარული ვართ წარვუდგინოთ საკულტო ბრენდები ევრაზიის ქვეყნების ახალ მომხმარებლებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ STADA წარმატებით დასძლევს ჩვენი წამყვანი ბრენდების გაყვანას ამ პერსპექტიულ და დინამიურ ბაზარზე“.
ასევე დაგეგმილია, რომ მომავალში შეთანხმება შესაძლოა გაფართოვდეს და მოიცავდეს სხვა არსებულ და ახალ C&D ბრენდებს.
¹ სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი და მოლდოვა. შენიშვნა: შეთანხმებაში ჩართული არა ყველა ბრენდი იქნება ხელმისაწვდომი ცალკეულ ბაზრებზე.
კომპანია STADA-ს შესახებ
STADA Arzneimittel AG, რომლის ცენტრალური ოფისი გერმანიაში, ბად-ვილბელში მდებარეობს, ახორციელებს სამ საკვანძო მიმართულებაზე დაფუძნებულ სტრატეგიას: Consumer Healthcare–ს პროდუქტები, ჯენერიკები და სპეციალიზებული ფარმაცევტული პრეპარატები. კომპანიის პროდუქცია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. 2025 საფინანსო წელს STADA-მ მიაღწია ჯგუფის კორექტირებულ შემოსავალს 4,3 მილიარდი ევროს ოდენობით და 961 მილიონი ევროს ოდენობით კორექტირებულ მოგებას პროცენტის, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გადახდამდე მუდმივი ვალუტით (adj. cc EBITDA). 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 11 749 ადამიანს შეადგენდა.
კომპანია Church & Dwight–ის შესახებ
Church & Dwight Co., Inc. (NYSE: CHD), რომელიც დაარსდა 1846 წელს, და რომლის ცენტრალური ოფისი მდებარეობს ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ იუინგში, წარმოადგენს 6.1 მილიარდი დოლარის გაყიდვების მოცულობის მქონე კომპანიას და შედის S&P 500–ის ინდექსში. კომპანია აწარმოებს და ყიდის პირადი მოვლის, საყოფაცხოვრებო ქიმიის და სპეციალიზირებული პროდუქტების ფართო ასორტიმენტს ისეთი აღიარებული ბრენდების სახით, როგორიცაა ARM & HAMMER®, TROJAN®, OXICLEAN®, FIRST RESPONSE®, NAIR®, ORAJEL®, BATISTE®, WATERPIK®, ZICAM®, THERABREATH/THE BREATH CO® და HERO®.
