<link rel="stylesheet" href="/css/modules/static-nojs.css">
← ყველა სიახლე

STADA Georgia

STADA აგრძელებს მტკიცე ზრდას 2025 წლის შედეგებით

ჯგუფის კორექტირებული შემოსავალი 6%-ით გაიზარდა და 4,3 მილიარდ ევროს მიაღწია, ამასთანავე სამივე სეგმენტი - სპეციალიზებული პრეპარატების, სამომხმარებლო ჯანდაცვის და ჯენერიკების სეგმენტი - 2025 წელს გაიზარდა; კორექტირებული მაჩვენებელი EBITDA მუდმივ ვალუტაში 8%-ით გაიზარდა და 961 მილიონ ევროს მიაღწია.

კომპანია STADA-ს სპეციალიზებული პრეპარატების სეგმენტის შემოსავალმა 2025 წელს პირველად გადააჭარბა 1 მილიარდ ევროს, და აჩვენა ზრდა 17%-ით, რაც ბიოსიმილარებისა და ინოვაციური სამკურნალო პრეპარატების ხარჯზე მოხდა.

(CEO) STADA-ს გენერალური დირექტორი პიტერ გოლდშმიდტი: „ყველა ჩვენმა რეგიონმა - დასავლეთ ევროპამ, ცენტრალურმა და აღმოსავლეთ ევროპამ, გერმანიამ, და ასევე ახლო აღმოსავლეთმა და აზიამ - მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს ზრდაში. ჩვენი დარგის გამსწრები ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო ჩვენი სამივე სეგმენტში რიგი წარმატებული აზრის ამუშავება. გარდა ამისა, მხოლოდ 2025 წელს ჩვენ განვახორციელეთ 110 ახალი პროდუქტის ლიცენზირება, რამაც უზრუნველყოფა კიდევ უფრო ძლიერი განვითარების პორტფელი წარმატებული მომავლისთვის“.

ბად–ფილბელი, გერმანია – 2026 წლის 18 მარტი – 2025 წელს STADA-მ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სამსეგმენტიანი სტრატეგიის წარმატება, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტებსა და მედიცინის მუშაკებს სამკურნალო საშუალებებისა და ჯანდაცვის პროდუქტების ფართო ასორტიმენტს მომხმარებელთა ჯანდაცვის, გენერიკების და სპეციალიზებული პრეპარატების სეგმენტებში, მათ შორის ინოვაციური პრეპარატების სეგმენტებში.

2025 წლის 31 დეკემბრით დასრულებული ფინანსური წლის შედეგებით, ჯგუფის კორექტირებული შემოსავალი მუდმივი ვალუტით (adj. cc) 6%-ით გაიზარდა და 4,3 მილიარდ ევროს მიაღწია. ეჯგუფის EBITDA მაჩვენებელი პროცენტის, გადასახადების და ამორტიზაციის პროცენტების ამოღებამდე, ერთჯერად სტატიებზე და მუდმივი გაცვლითი კურსით კორექტირებული, 8%-ით გაიზარდა და 961 მილიონ ევროს მიაღწია.

„ყველა ჩვენმა რეგიონმა - დასავლეთ ევროპამ, ცენტრალურმა და აღმოსავლეთ ევროპამ, გერმანიამ, და ასევე ახლო აღმოსავლეთმა და აზიამ - მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს ზრდაში. ჩვენი დარგის გამსწრები ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო ჩვენი სამივე სეგმენტში რიგი წარმატებული აზრის ამუშავება. გარდა ამისა, მხოლოდ 2025 წელს ჩვენ განვახორციელეთ 110 ახალი პროდუქტის ლიცენზირება, რამაც უზრუნველყოფა კიდევ უფრო ძლიერი განვითარების პორტფელი წარმატებული მომავლისთვის“ – ასეთი იყო (CEO) STADA-ს გენერალური დირექტორის პიტერ გოლდშმიდტის კომენტარი.

ბიოსიმილარებისა და ინოვაციური პრეპარატების არეში ზრდამ სპეციალიზებული პრეპარატების სეგმენტის შემოსავალს 1 მილიარდი ევროს გადაჭარბების საშუალება მისცა.

Specialty სეგმენტის ამონაგები კორექტირებული ბაზით მუდმივ ვალუტაში 17%-ით გაიზარდა და ამჟამად ჯგუფის მთლიანი შემოსავლის თითქმის მეოთხედს შეადგენს.

ამგვარად, სეგმენტმა შეინარჩუნა ბოლო წლების ზრდის ორნიშნა ტემპის ტრაექტორია. მთელ ევროპასა და ჩინეთში დამმუშავებლებთან შემოწმებულ პარტნიორობაზე დაყრდნობით, ევროპის ყველა ქვეყანაში ძლიერი მარკეტინგისა და გაყიდვების პლატფორმის შეთავსებით, ბიოსიმილარების გაყიდვებმა ორნიშნა ზრდის ტემპი აჩვენა. საკვანძო დრაივერად გახდა Uzpruvo–ს (ustekinumab) უწყვეტი ზრდა, რომელმაც წამყვანი პოზიციები დაიკავა ყველა 20–ზე მეტ ბაზარზე, სადაც კი გამოჩნდა ეს ბრენდი, და ასევე არსებული ბიოსიმილარების პორტფელის უწყვეტი ზრდა თერაპიული სფეროების ფართო სპექტრში, მათ შორის ძვლის ქსოვილების ჯანმრთელობაში, იმუნოლოგიასა და ონკოლოგიაში.

2026 წლისთვის ხუთი ბიოსიმილარის გამოშვება არის დაგეგმილი, მათ შორის golimumab–ის და tocilizumab–ის, რადგან STADA აძლიერებს თავის პოზიციას, როგორც ევროპის ბიოსიმილარების ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი ფართო პორტფელით, რომელიც მოიცავს 11 მოწონებებულ პროდუქტს, და ევროპაში გეოგრაფიული თანდასწრებით და პაციენტთა ჩაბმით, რასაც ცოტა კონკურენტი თუ შეედრება.

ინოვაციურმა სამკურნალო პრეპარატებმაც ასევე წინ წაიწიეს, რამაც გააფართოვა პაციენტებისთვის წვდომა ნეფროლოგიისა და ნევროლოგიის კლასში მძიმე მდგომარეობების მკურნალობის საუკეთესო მეთოდებისადმი.

Kinpeygo-ს მაღალი ორნიშნა ზრდის ტემპი განპირობებული იყო ჩვენების წარმატებული გაფართოებით, რამაც საშუალება მისცა პრეპარატის გამოყენებას იშვიათი თირკმლის დაავადების IgAN-ის მქონე პაციენტების უფრო ფართო ჯგუფში. 19 ევროპულ ქვეყანაში ამუშავების შემდეგ, Kinpeygo-ს დანერგვა დამატებით დაჩქარდა KDIGO-ს კლინიკურ რეკომენდაციებში ჩართვით, და ასევე კლინიკური კვლევებიდან მიღებული უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემებით. დამატებით ბაზრებზე გამოშვება დაგეგმილია 2026 წლისთვის და შემდგომ პერიოდში.

ნევროლოგიის სფეროში, Lecigon-ის ნაწლავიდან შეყვანისთვის ინფუზიური ტუმბოს ამუშავებამ დამატებით ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში, გააფართოვა ხელმისაწვდომობა პარკინსონის დაავადების გვიანი სტადიის მქონე ადამიანებისთვის. საშუალო და მძიმე პარკინსონიზმის მქონე პაციენტების სამკურნალოდ კანქვეშა ინფუზიურ მოწყობილობაში apomorphine–ს ხსნარის გამოყენების ევროპაში ფართო წარმატების მიღწევის შემდეგ, STADA-მ ეს თერაპია ONAPGO–ს ბრენდით, პარტნიორ Supernus-თან თანამშრომლობით, აშშ-ს ტევად ბაზარზე გამოიყვანა. გარდა ამისა, 2025 წელს STADA-მ თავისი ონკოლოგიური პორტფელი Specialty გააფართოვა nilotinib–ის და paclitaxel albumin–ის გამოშვებით.

რივაროქსაბანი - ჯენერიკების სეგმენტში ბაზრის ტემპის ზრდის გადაჭარბების დრაივერი

2025 წელს, ჯენერიკების სეგმენტის შემოსავალი 5%-ით გაიზარდა (adj. cc), ამასთან ერთად სეგმენტმა გააგრძელა სხვების გასწრება ევროპაში ბაზრზე. ჯენერიკების ზრდა დიდწილად განპირობებული იყო rivaroxaban–ის წარმატებული ამუშავებით, რაც ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ძლიერი პოზიციის წყალობით იყო რეალიზებული. ბაზარზე პრეპარატების წარმატებულმა გამოშვებამ და კომერციულმა სინერგიებმა გაამაგრა STADA-ს პოზიცია ჯენერიკების საცალო ბაზარზე სამი წამყვანი კომპანიას შორის ასეთ ქვეყნებში, როგორც გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, ბელგიაში, ირლანდიაში, ჩრდილო ევროპის ქვეყნებში, სერბეთსა და შვეიცარიაში.

Generics–ის სეგმენტის შედეგებში დამატებითი წვლილი კარდიოლოგიურმა პრეპარატებმა შეიტანეს, განსაკუთრებით apixaban–მა, dabigatran–მა და ticagrelor–მა, და ასევე რიგმა სტატინმა მათთან ერთად. STADA-მ ასევე მოიგო ჯენერიკების ლოკალური პორტფელის ხარვეზების შესწორებით, მაგალითად, ბელგიაში enoxaparin–ის და დიდ ბრიტანეთში Proxor–ის (beclomethasone/formoterol) ინჰალატორის გამოშვებით.

მომხმარებელთა ჯანდაცვის სეგმენტი იზრდება ადგილობრივი წამყვანი ბრენდების წყალობით, მსუბუქი გაციებისა და გრიპის რბილი სეზონის მიუხედავად.

საკვანძო ბაზრებზე გაციებისა და გრიპის შედარებით დაბალი დაავადების მიუხედავად, მომხმარებელთა ჯანდაცვის სეგმენტმა 2025 წელს კარგი შედეგები აჩვენა და შემოსავლების 2%-იანი ზრდა დააფიქსირა (adj. cc). გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგო საშუალებების კატეგორიის გარდა, STADA-მ უზრუნველყოფა ზრდა mid-single-digit დონეზე, რაც სხვადასხვა კატეგორიაში ეროვნული რეიტინგის მქონე ბრენდების რეკორდული რაოდენობის ძლიერი მაჩვენებლებით იყო განპირობებული, მათ შორის: Nizoral-ის, Levomecol-ის და Cetraben-ის – დერმატოლოგიაში; Elotrans-ისა და Protectis-ის – გასტროენტეროლოგიაში; და Eunova-ს, Walmark-ისა და Natures Aid-ის – ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრაცევტიკების სფეროში. სეგმენტმა განაგრძო პროგრესი რიგი მნიშვნელოვანი პროდუქტის გამოშვებითა და საპროდუქტო ხაზის გაფართოებით, მათ შორის Nizoral-ის ბრენდით თავის კანის მოვლის საშუალებების ხაზის გაფართოებით, მათ შორის Nizoral Care Conditioner-ით და Nizoral Cream-ით. STADA-ს წამყვანმა ბრენდმა დიდ ბრიტანეთში – Zoflora-მ, მოიგო სახლის ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებების სეგმენტებში ხაზის გაფართოებით.

სამომხმარებლო ტრენდების ასახვით და პროგნოზირებით, STADA-მ 2022 წლიდან 2025 წლამდე პრაქტიკულად გააორმაგა eCommerce – გაყიდვების მოცულობა, ჯგუფის ბიუჯეტის ნახევარზე მეტის ციფრულ არხების მედიაზე გამოყოფით. კომპანია აგრძელებს eCommerce–ს ზრდის დაჩქარებას გეოგრაფიული დასწრების გაფართოებით და Google-ის, TikTok-ისა და Instagram-ის პლატფორმებზე მომხმარებლებთან ყოვლისმომცველი მიდგომის დანერგვით, და ასევე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების შესაძლებლობის მიზანმიმართული გამოყენებით.

შესყიდვისთვის პოტენციური ობიექტების შეფასება მთელ მსოფლიოში

„სამომხმარებლო ჯანდაცვის სფეროში ბიზნესის ზრდის გასაგრძელებლად, - აღნიშნა გოლდშმიდტმა, - ჩვენ აქტიურად შევაფასებთ შესყიდვისთვის პოტენციურ ობიექტებს მთელ მსოფლიოში, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ფართო პლატფორმა SNS–ის სფეროში და შევავსოთ ჩვენი განვითარების ძლიერი შიდა პორტფელი. ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ შესაძლებლობების ძიებას, რათა გავაფართოვოთ ჩვენი ბრენდების პორტფელი ყველაზე სწრაფად მზარდ კატეგორიებში, როგორიც არის დერმატოლოგია, პროფილაქტიკური ჯანმრთელობა და wellness“.

სამომავლო განვითარების პორტფელის თანმიმდევრული ფორმირება

„ჩვენს ონკოლოგიურ pipeline–ს მაღალი პოტენციალი აქვს და მოიცავს ისეთ მოლეკულებს, როგორიცაა enzalutamide და ruxolitinib, ხოლო გულ-სისხლძარღვთა პრეპარატების კატეგორიაში rivaroxaban–ის ამჟამინდელ გამოშვებას apixaban–ის და edoxabanის მიმდინარე გამოშვებით ვავსებთ.“

„ჩვენი პარტნიორობა ბიოსიმილარების სფეროში უზრუნველყოფს ასეთი პრეპარატების, როგორიცაა golimumab და tocilizumab, სწრაფ შესვლას შედარებით დაბალი კონკურენციის ბაზრებზე, 2025 წლის ბოლოს ევროპაში denosumab–ის გამოშვების განვითარება, - განაგრძო გოლდშმიდტმა. – 2025 წელს დადებებული ბიზნესის განვითარებისა და ლიცენზირების (BD&L) 110 გარიგებით, და განვითარებისა და ლიცენზირების სფეროში პარტნიორობის ჩვენი ფართო ქსელით, ჩვენ შევქმენით მაღალი პოტენციალის მქონე პროექტების პორტფელი მომავალი წლებისთვის.“

„კარგად დაკომპლექტებული სტრატეგიისა და განვითარების პორტფელის წყალობით, ჩვენ სრულად მომზადებულები ვართ, რათა გამოვიყენოთ შაქრის დიაბეტისა და ჭარბი წონის სამკურნალოდ GLP-1-ის პრეპარატების ექსკლუზიურობის ვადების გასვლასთან დაკავშირებული შესაძლებლობები, ისეთი ბლოკბასტერების მიმართ, როგორიცაა semaglutide–ზე დაფუძნებული ბრენდები Ozempic და Wegovy, და ასევე liragutide Saxenda–ზე და Victoza–ზე დაფუძნებულები. გარდა ამისა, SGLT-2 ინჰიბიტორი empagliflozin–ი შაქრის დიაბეტის მკურნალობის ჩვენი პორტფელის საკვანძო აქტივია“.

კორპორატიული კულტურა განსაზღვრავს ეფექტურობას

STADA-ს ახლახან ევროპაში TOP Employer Europe სტატუსის ხელმეორედ მინიჭების, ყაზახეთში ზედიზედ მეორე წელია TOP Employer–ის სერტიფიკატის მიღების და იმ ფაქტის აღნიშვნის გათვალისწინებით, რომ თანამშრომლების 88 %-მა გამოეხმაურა თანამშრომელთა უახლეს გამოკითხვას, სადაც ხუთიდან ოთხმა გამოთქვა სიამაყე STADA-ში მუშაობით - მნიშვნელოვნად გადააჭარბა ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელს - გოლდშმიდტმა დაასკვნა: „ჩვენი ოპერატიული საქმიანობისა და განვითარების ჩვენი პორტფელის სიძლიერის გარდა, ის, რაც STADA-ს საშუალებას აძლევს, მუდმივად სტაბილურად აჯობოს ბაზარს, – ეს არის ჩვენი One STADA–ს უნიკალური სული და ზრდის კულტურა. ჩვენი თითქმის 12,000 თანამშრომლის განსაკუთრებული ჩაბმულობა მთელ მსოფლიოში, რომელთაგან ნახევარზე მეტი მუშაობს ჩვენს საწარმოო ფართობებზე და უზრუნველყოფს პაციენტებისთვის მედიკამენტების საიმედო მიწოდებას, არის ჩვენი მდგრადი ზრდის გზის საფუძველი და ჩვენი ერთგულება მისიის მიმართ - „ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, როგორც სანდო პარტნიორი“.

კომპანია STADA Arzneimittel AG-ის შესახებ

STADA Arzneimittel AG-ის შტაბ-ბინა მდებარეობს გერმანიაში, ქ. ბად–ფილბელში. კომპანია ახორციელებს სამ საყრდენ მიმართულებაზე დაფუძნებულ სტრატეგიას: სამომხმარებლო ჯანდაცვის საქონელი (consumer healthcare products), ჯენერიკული სამკურნალო პრეპარატები (generics) და სპეციალიზირებული ფარმაცევტული საშუალებები (specialty pharma). STADA Arzneimittel AG–ის პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. 2025 ფინანსურ წელს STADA-მ ჯგუფის გაყიდვების მოცულობით 4 296 მილიონ ევროს მიაღწია, ხოლო მუდმივ ვალუტაში კორექტირებულმა მაჩვენებელმა EBITDA-მ (adj. cc EBITDA) - 961 მილიონ ევროს მიაღწია. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, STADA-ში მსოფლიოს მასშტაბით იყო დასაქმებული 11 749 ადამიანი.

დამატებითი ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის

STADA Arzneimittel AG – მედიასთან ურთიერთობის განყოფილება Stadastrasse 2–18, 61118 ბად–ფილბელი, გერმანია ტელ.: +49 (0) 6101 603-165 E-mail: press@stada.de დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პრესცენტრს: https://www.stada.com/media/newsroom მიყევით: @stadaGroup в LinkedIn

დამატებითი ინფორმაცია ფინანსური ბაზრის მონაწილეებისთვის

STADA Arzneimittel AG – ინვესტორებთან და კრედიტორებთან მუშაობის განყოფილება (Investor & Creditor Relations) Stadastrasse 2–18, 61118 ბად–ფილბელი, გერმანია ტელ.: +49 (0) 6101 603-4689 ფაქსი: +49 (0) 6101 603-215 E-mail: ir@stada.de დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინვესტორების განყოფილებაში: https://www.stada.com/investor-relations/

STADA-ს ვებსაიტებზე შეიძლება გამოიყენებოდეს ზოგიერთი cookie-ფაილი, რომელიც საიტის მუშაობისთვის აუცილებელი არ არის. მათ ვიყენებთ იმის გასაგებად, თუ როგორ იყენებენ ჩვენს საიტებს, და არა ცალკეული მომხმარებლების თვალყურის დევნებისთვის ან იდენტიფიცირებისთვის. ეს ინფორმაცია გვეხმარება საიტების გაუმჯობესებასა და შესაბამისი სერვისების მიწოდებაში. ვიზიტორის მიერ ვებსაიტის გამოყენების შესახებ ინფორმაცია შეიძლება გაეზიაროს STADA Arzneimittel AG ჯგუფის სხვა კომპანიებს. cookie-ფაილების წაშლის ან მართვის შესახებ ინფორმაცია იხილეთ:

aboutcookies.org